ფედერაციის საქმიანობის მიზანი: ფედერაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის საქმესა და ტურისტული ინდუსტრიის წევრთა ინტერესების წარმოჩენაში და ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და რეკლამირებას.
1.1 ფედერაციის წევრების ინტერესების წარმოჩენა და დაცვა როგორც საზოგადოების ისე ხელისუფლების წრეებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
1.2 ტურიზმის სფეროსა და სასტუმრო ბიზნესში საკანონმდებლო აქტების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით;
1.3 აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრომოუშენის საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე;
1.4 ტურიზმის როგორც დარგის და მისი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და გარემოსდაცვითი დადებითი შედეგების პოპულარიაციის ხელშეწყობა;
1.5 ტურისტული საქმიანობის პროფესიული ეთიკის ნორმების შემუშავება, დამკვიდრება, დაცვა და პოპულარიზაცია;
1.6 ტურიზმის სფეროში პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა, პერსონალის პროფესიული სტანდარტების შემუშავება, დამკვიდრება და დაცვა;
1.7 ტურისტული ბაზრის განვითარების ტენდენციების შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის მოგროვება და მიწოდება წევრებისთვის;
1.8 წევრებისთვის საჭირო კონსულტაციების, ტრენინგებისა და მარკეტინგული სერვისების მიწოდება;
1.9 ფედერაციის წევრთა საქმიანობის მხარდაჭერა და რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა ინტერესების ლობირება სამთავრობო და საერთაშორისო დონეზე;