აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) და საქართველოს ტურიზმის ასოცია...
30 ივნისს, „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“-ს ორგანიზებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისა და ექსპერტებისთვის, ინფო-ტური გაიმართა, რომელშიც აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) წევრები მონაწილეობდნენ.
ინფო-ტურის ფარგლებში მონაწილეებმა მრავალი საინტერესო ტურისტული ადგილი მოინახულეს:
- მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის ხიდი,სადაც ასევე ორგანიზებული იყო რაფტინგი.
- ზენდიდის ციხე - სადაც „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა” დაგეგმილი საქმიანობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა
- გლამფინგი სოფელ დანდალოში
- ჭიბონის დამზადების მასტერკლასი
- ღვინის დეგუსტაცია ძმები ავალიანების საოჯახო ღვინის მარანში
- ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასი მახოს მარანში და შემაჯამაბელი ვახშამი ანსამბლ ,,ელესას" ძირძველი აჭარული სიმღერების ფონზე
ინფო-ტურის მიზანი იყო მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და არსებული კულტურული ძეგლების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევის ფარგლებში ხორციელდება.





