აჭარის ა.რ. ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) და ა(ა) იპ აგროსერვისცენტრის -ის მხარდაჭერით ჩატარებული სამ დღიანი ტრენინგი "ღვინის ტურიზმი" დასრულდა, რომელიც ჩატარდა ღვინის რესტორან მარანში.
ტრენინგს ესწრებოდნენ ღვინის ტურიზმის მიმართულებით დასაქმებული გიდები, ტურ-ოპერატორები, მცირე მარნების და სხვა დაინტერესებული სუბიექტები, რომლებიც ოპერირებენ ტურიზმში ან მომიჯნავე სფეროში.
ბათუმი, როგორც ტურისტული ქალაქი, აუცილებელია აქ მსგავსი ღონისძიებებისა და ტრენინგების ჩატარება სპეციალისტებისგან. მოთხოვნაც დიდია, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურისტებისათვის.
საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ქონდა და აქვს. სამ დღიან ტრენინგს ამ სფეროს წარმომადგენელი ლექტორები უძღვებოდნენ: ალექსანდრე პაიკიძე, თინათინ ჯაჯანიძე და მაია ბარნოვი, რისთვისაც ფედერაცია დიდ მადლობას უხდის.
მსოფლიომ საქართველო აღიარა, როგორც ღვინის ქვეყანა, რომელსაც რვაათასწლიანი ღვინის დაყენების ისტორია აქვს.
მადლობა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრის და სასტუმრო ,,მარანი- ს" ხელმძღვანელებს. ყველა მონაწილეს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ,,ღვინის ტურიზმის" ტრენინგის პროცესში.
აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი ბერიძე, უახლოეს მომავალში კიდევ სხვა სიახლეებს ჰპირდება- ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს
Tourism Industry Federation of Adjara
აგროსერვის ცენტრი/Agroservice center








